ა/წ 5 მაისს, საქართველოს პარლამენტში, ილია ჭავჭავაძის დარბაზში, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, ოჯახში ძალადობის საუწყებათაშორისო საბჭოსა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ორგანიზებით გაიმართა მულტი–სექტორული შეხვედრა „თანამშრომლობა გენდერული ძალადობის დაძლევისათვის საქართველოში.
შეხვედრაზე განიხილეს გაეროს მოსახლეობის ფონდის პროექტის „დავძლიოთ გენდერული ძალადობა ამიერკავკასიის“ ფარგლებში ოჯახში ძალადობის საკითხებზე მუშაობისა და თანამშრომლობის სამწლიანი შედეგები, მიღწევები, გამოწვევები და მიღებული გამოცდილება.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბ–ნ დავით ბაქრაძე, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე ქ–ნ რუსუდან კერვალიშვილი, ოჯახში ძალადობის საუწყებათაშორისო საბჭოს თავმჯდომარე ქ–ნ ლალი ფაფიაშვილი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში ბ–ნ ჯეიმი მაკგოლდრიკი და გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ქ–ნ თამარ ხომასურიძე.
პროექტი „დავძლიოთ გენდერული ძალადობა ამერიკავკასიაში“ საქართველოში 2008 წლიდან ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდისა და ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით. უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში, პროექტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი მუშაობა იქნა გაწეული სახელმწიფო უწყებებთან, დონორ და არასამთავორბო ორგანიზაციებთან და აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობით, მონაცემების შეგროვების, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების, ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებისა და აღნიშნულ სფეროში კოორდინაციის გაძლიერების კუთხით.




