16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ტარდება გაეროს მოსახლეობის ფონდის პროექტის “დავძლიოთ გენდერული ძალადობა ამიერკავკასიაში” კოორდინაციით, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მხარდაჭერით და გაეროს სააგენტოებთან, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით.
საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია უკვე მრავალი წელია აღინიშნება. აღნიშნული კამპანია საერთაშორისო ხასიათისაა და მიზნად ისახავს გენდერული ძალადობის და დისკრიმინაციის პრობლემების ირგვლივ საზოგადოებრივი ცნობიერების მობილიზაციას. კამპანია ტარდება 1991 წლიდან და დღემდე მასში მონაწილეობა მიიღო 2000 - ზე მეტმა ორგანიზაციამ 154 –მდე ქვეყანაში.
კამპანიის ინიციატორებმა საგანგებოდ შეარჩიეს თარიღები, 25 ნოემბერი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საერთაშორისო დღე, და 10 დეკემბერი – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორსიო დღე, რათა ხაზი გაესვას რომ გენდერული ძალადობა ადამიანის უფლებათა დარღვევაა. კამპანიის მსვლელობისას აღინიშნება სხვა მნიშვნელოვანი თარიღები, როგორიცაა 29 ნოემბერი - ქალთა უფლებათა დამცველთა საერთაშორისო დღე და 1 დეკემბერი - მსოფლიო შიდსის დღე.
16 დღიანი კამპანიის კალენდარი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ





.jpg)