ოჯახში ძალადობის შესახებ მონაცემების სიმწირე ამ დრომდე წარმოადგენდა ოჯახში ძალადობის საკითხებზე ინფორმირებული პროგრამებისა და სტრატეგიების შემუშავებისათვის ერთ–ერთ ყველაზე მნიშნველოვან პრობლემას.
აღნიშნული ხარვეზის საპასუხოდ, გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ 2008 წელს დაიწყო ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის ეროვნული კვლევის განხორციელება. კვლევა ჩატარდა ეისითი კვლევასა და სოციალურ მეცბიერებათა ცენტრთან თანამშრომლობით და მისი მეშვეობით გამოიკითხა 3 000–მდე ქალი. კვლევა წარმოადგენს პირველ ფართომასშტაბიან ინიციატივას, რომლის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ეროვნული მასშტაბით სარწმუნო მონაცემების მოპოვება საქართველოში ოჯახში ძალადობის გავრცელების, მიზეზებისა და შედეგების შესახებ.
კვლევის შედეგები დახმარებას გაუწევს სახელმწიფო დონეზე ოჯახში ძალადობის დაძლევის პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმების შემუშავებას, ასევე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ინფორმირებული საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიების დაგეგმვას.
ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხების ეროვნული კვლევა საქართველოში>>
ბროშურა კვლევის ძირითადი შედეგების შესახებ >>




